ახალციხეში ,,ვალუტოს” ახალი ფილიალი გაიხსნა
ახალციხეში (კოსტავას #10) „ვალუტოს“ ახალ ფილიალში მომსახურების მიღება მომხმარებელს 21 დეკემბრიდან 24 საათის განმავლობაში შეუძლია.
„ვალუტოს“ სერვისები ამჯერად საქართველოს 10 ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, გარდაბანში, ზუგდიდში, სამტრედიაში, რუსთავში, ზესტაფონსა და ახალციხეშია ხელმისაწვდომი. „ვალუტოს“ 24/7-ზე კონცეფციის ფილიალებში მომხმარებლებს ამ ეტაპზე შემდეგ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს:
- ოქროთი უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხი
- სწრაფი ფულადი გზავნილები
- 80 000 ლარამდე სწრაფი სესხი უზრუნველყოფის გარეშე
- ვალუტის კონვერტაცია