ხშირად დასმული კითხვები
რა ტიპის სალომბარდე სესხით სარგებლობაა შესაძლებელი ვალუტოში?
ვალუტოში შესაძლებელია ოქროთი უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხით სარგებლობა ლარში.
ვის შეუძლია სალომბარდე სესხით სარგებლობა?
სალომბარდე სესხით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ რეზიდენტ/ მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე, სრულწლოვან ფიზიკურ პირს.
რა დრო სჭირდება სალომბარდე სესხის დამტკიცებას?
სალომბარდე სესხი მტკიცდება ავტომატურად.
საჭიროა თუ არა შემოსავლის დადასტურება სალომბარდე სესხის მისაღებად?
სალომბარდე სესხის მისაღებად შემოსავლების დადასტურება საჭირო არ არის.
შესაძლებელია თუ არა სალომბარდე სესხის წინსწრებით, სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა?
სალომბარდე სესხის წინსწრებით, სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა შესაძლებელია ყოველგვარი პირგასამტეხლოს გარეშე.
რამდენი დღის პროცენტი უნდა გადავიხადო თუ სალომბარდე სესხი ვადაზე ადრე დავფარე?
სალომბარდე სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში იხდით იმდენი დღის პროცენტს, რამდენი დღითაც ისარგებლებთ სალომბარდე სესხით.
შესაძლებელია თუ არა სალომბარდე სესხზე თანხის დამატება ოქროს შეფასების გაზრდის შემთხვევაში?
სალომბარდე სესხზე თანხის დამატება შესაძლებელია ოქროს შეფასების გაზრდის შემთხვევაში.
შესაძლებელია თუ არა სალომბარდე სესხის შემცირების შემთხვევაში ნივთების ამოკლება?
სალომბარდე სესხის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია ნივთების ამოკლება.