რუსთავში სალომბარდე ქსელის “ვალუტო”, კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
რუსთავში (მეგობრობის გამზირი #10) „ვალუტოს“ ახალ ფილიალში მომსახურების მიღებას მომხმარებლები 24 თებერვლიდან შეძლებენ.
„ვალუტოს“ სერვისები ამჯერად საქართველოს 6 ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, გარდაბანსა და რუსთავშია ხელმისაწვდომი. „ვალუტოს“ 24/7-ზე კონცეფციის ფილიალებში მომხმარებლებს ამ ეტაპაზე შემდეგ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს:
- ოქროთი უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხი
- სწრაფი ფულადი გზავნილები
- ვალუტის კონვერტაცია
„ვალუტოს“ უპირატესობა მომხმარებლისთვის სალობარდე სესხებზე საუკეთესო პირობების შეთავაზება, ასევე 24/7-ზე მომსახურების მიწოდებაა, მათ შორის თიბისის ინტერნეტბანკისა და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით. კომპანია მომხმარებელს საუკეთესო პირობებით კონვერტაციასაც სთავაზობს, შემდეგ ვალუტაში: GEL, USD, EUR, GBP, TRY, AZN, AMD, RUR. გარდა ამისა, „ვალუტოში“ მომხმარებელს ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა საქართველოში ყველაზე დაბალი ტარიფით შეუძლია.
სალომბარდე ფილიალების ქსელი, „ვალუტო“, რომელიც თიბისის ნაწილია და ქვებრენდით პოზიციონირებს, ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. „ვალუტო“ მუდმივად ვითარდება, კომპანია უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით ფილიალების ქსელის გაფართოებას და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი პროდუქტების და სერვისის შეთავაზებას გეგმას.
„ვალუტოს”, ასევე, კომპანიის პროდუქტების და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, ბმულზე: – www.valuto.ge, ასევე, ცხელი ხაზის – 032 2 24 27 27 საშუალებით.